გუშინ ოკუპანტების 9 თვითმფრინავი განადგურდა - უკრაინის საჰაერო ძალები

პუბლიკა

უკრაინაში აცხადებენ, რომ გუშინ ნოვოფიოდორივკაში „საკის“ აეროდრომზე აფეთქებების შედეგად 9 თვითმფრინავი განადგურდა. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალები Facebook-ზე წერს.

„საკი! ოკუპანტების მინუს 9 თვითმფრინავი!“ – წერს უკრაინის საჰაერო ძალების პრესსამსახური.


ყირიმში, ნოვოფიოდორივკაში, „საკის“ აეროდრომზე გუშინ ძლიერი აფეთქებები მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ აეროდრომზე იერიში უკრაინამ მიიტანა. რუსული წყაროები მიუთითებდნენ, რომ აფეთქება ხანძარმა და საბრძოლო მასალების დეტონაციამ გამოიწვია.

თუმცა ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მიხედვით, ეს არ იყო შესაძლებელი, რადგან აფეთქებები ერთმანეთისგან დაშორებულ ობიექტებზე მოხდა. ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის მიხედვით, აფეთქებები შეიძლება უკრაინელების მიერ მოწყობილი სარაკეტო თავდასხმის ან დივერსიის შედეგი იყოს.

აფეთქებების შემდეგ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დასახლებაში დიდ არეალზე დაზიანდა შენობები, აეროდრომის მახლობლად კი დაიწვა არაერთი მანქანა. თავად აეროდრომისთვის მიყენებულ ზიანზე რუსეთი არ საუბრობ

LB loan image desktop LB loan image mobile