გუშინდელმა დღემ დამარწმუნა, რომ საქართველოს არ ჰყავს სტრატეგიული პარტნიორი - ნათელაშვილი

პუბლიკა

„გუშინ განხორციელდა სპეცოპერაცია რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის გადასარჩენად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ტრამპის მიერ დანიშნული აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოს არ ჰყავს არავითარი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე“, – ამის შესახებ „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველოს ხელისუფლებებს ჰყავთ მფარველებიც, მოკავშირეებიც, ზურგის გამმაგრებლებიც, ჩვენ ერთმანეთი გვყავს მოკავშირეებად და ან გავიტანთ ერთმანეთს, ან საქართველოს ფერი მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე თანდათანობით ჩაქრება…

გულისტკივილს გამოვხატავ ჩემი კოლეგების გამოც, რომლებმაც გუშინ დაამთავრეს პოლიტიკა იმ ხელმოწერის შედეგად, რაც ჩემთვის ტრაგიკულია“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.