გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის ზურა მენთეშაშვილი სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნეს

პუბლიკა

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულ ზურა მენთეშაშვილს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მენთეშაშვილი უკვე 7 თვეა, ციხეში იმყოფება, შესაბამისად, ის საპატიმროს 2 თვეში დატოვებს.

ზურაბ მენთეშაშვილი 2025 წლის 1 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

განაჩენის გამოცხადებამდე მენთეშაშვილმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა:

„მიყვარს ჩემი სამშობლო, ყველაფერს გავაკეთებ მისთვის და ეს თუ დანაშაული ყოფილა, არ ვიცოდი… აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს, მეოთხედ დამიჭირეთ, თუ გინდათ. კახელი ვარ და სიჯიუტე მახასიათებს”, – თქვა მენთეშაშვილმა.