იანვარშიც და თებერვალშიც რუსეთის მოქალაქე 30-30 000 ფარგლებში შემოვიდა – მდინარაძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გასული თვეებში, თვის განმავლობაში, რუსეთიდან, დაახლოებით, 30 000-მდე მოქალაქე შემოდიოდა საქართველოში.

„ზუსტი ციფრი არ მახსოვს, მაგრამ საქართველოში რუსეთის მოქალაქე 30 000-ის ფარგლებში იყო შემოსული, ტურისტული მიზნით და ა.შ. მათ შორის, იანვარშიც, თებერვალშიც… იმ პერიოდში, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და იქ ღია ომი გააჩაღა ამ პერიოდამდე, დაახლოებით 15 000-მდეა რუსეთის მოქალაქე ვიზიტორი საქართველოში შემოსული. ანუ ხედავთ, რომ რაიმე რადიკალური გადახრა ამ ციფრებში არ არის. ამ დროს თქვენ მიერ, ანუ, „ნაცმოძრაობის” მიერ დაწყებული კამპანიის მიხედვით, ჩვენ facebook-ში ვხვდებით ტრენდს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში შემოვიდა 150 000, ზოგ შემთხვევაში ნახევარ მილიონზეც ავიდენენ. ეს არის ტყუილი, აბსოლუტური ტყუილია. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ 24-იდან დღემდე დაახლოებით 15 000 ადამიანზეა საუბარი“, – განაცხადა მდინარაძემ.


მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ შს მინისტრის ნათქვამის თანახმად, რუსეთიდან საქართველოში  20-დან 25 ათასამდე რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. მისივე თქმით, ზუსტ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოაქვეყნებს.