იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს საარჩევნო კამპანიის დროს ზურგში ესროლეს

პუბლიკა

იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს ქალაქ ნარაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგში ესროლეს, ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე 41 წლის მამაკაცი დააკავა.

დაკავებული ქალაქ ნარას მცხოვრები ტეძუია იამაგამია. ადგილობრივი პრესა წერს, რომ ის იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების ყოფილი წევრია. შინძო აბე შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, უმიო კიშიდამ უმკაცრესად დაგმო ყოფილ პრემიერზე თავდასხმა. მისი ინფორმაციით, შინძო აბე ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.