იაპონიის ყოფილი პრემიერი შინძო აბე გარდაიცვალა

პუბლიკა

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, შინზო აბე გარდაიცვალა, – ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.

იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს ქალაქ ნარაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგში ესროლეს, ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე 41 წლის მამაკაცი დააკავა.

დაკავებული ქალაქ ნარას მცხოვრები ტეძუია იამაგამია. ადგილობრივი პრესა წერს, რომ ის იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების ყოფილი წევრია.