იძულებულნი გავხდით, მეუფე პეტრე ხელით გაგვეყვანა სხდომიდან – მიტროპოლიტი ნიკოლოზი

პუბლიკა

„მეუფე პეტრე ისე უხამსად მოიქცა სინოდის სხდომაზე, რომ იძულებულები გავხდით ხელით გაგვეყვანა“, – განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სინოდის სხდომის დასრულების შემდგომ.

„უხამსი სიტყვებით უხამსობა ილაპარაკა. ჩვენ ვუხსნიდით, ვცდილობდით, რომ შეურაცხყოფის მიყენება – ეს არ არის მხილების ფორმა. შეურაცხყოფის მიყენება, მით უმეტეს პატრიარქისთვის, ეს არ არის მხილების ფორმა და არც არანაირად გამართლებული საქციელი. ჩვენ ვცდილობდით, ეს აგვეხსნა.

რაც შეეხება მეუფე პეტრეს განცხადებებს, „საერთოდ, მხილება განსხვავდება ცილისწამებისაგან იმით. რომ მხილებისას ჯერ არგუმენტები იქნება წარმოდგენილი და მერე დასკვნა კეთდება. ცილისწამებაა, როცა ამბობ და მერე ჰპირდები საზოგადოებას, წმინდა სინოდს, რომ წარმოადგენ არგუმენტებს. ეს არ არის ღირსეული საქციელი“, – თქვა მან.