„იმედი მაქვს, საქართველო შეცდომებს არ დაუშვებს“ - კუბილიუსმა რუსთაველზე მოქალაქეებს მიმართა

პუბლიკა

რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს, სადაც ათასობით ადამიანი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვას ელოდება.

მანამდე სოლიდარობის აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ლიუტუველმა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა მიმართა.

მისი თქმით, ყველამ ერთად უნდა შეაჩეროს პუტინის კრიმინალური ომი.

„აუცილებლად უნდა დატოვოს რუსეთის უკანასკნელმა ჯარისკაცმაც კი უკრაინის ტერიტორია, დონეცკის, ლუგანსკის და ყირიმის ჩათვლით. თუ პუტინს სურს, აიცილოს კატასტროფა, ომი დღეს უნდა დაასრულოს.

იმედი მაქვს, რომ ქართველები შეძლებენ ევროპასთან ერთად ყოფნას. იმედი მაქვს, საქართველო შეცდომებს არ დაუშვებს ამ მიმართულებით. ევროკავშირი ფასეულობათა საზოგადოებაა. ვისურვებ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ფასეულობის, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მხარეს იქნება, “- განაცხადა მან.

მისი თქმით, ომის შემდეგ აღდგენა ძალიან რთული იქნება,  ევროპა სხვანაირი იქნება, მაგრამ ის იქნება უფრო ძლიერი, ისევე, როგორც  უკრაინა და უკრაინა შეუერთდება ევროკავშირს.