იმერეთში 58 წლის მამაკაცი მეზობელმა თოფით მოკლა - შსს

პუბლიკა

პოლიციამ  1990 წელს დაბადებული ვ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.

დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 იანვარს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობელს – 1963 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

პოლიციის ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით
მიმდინარეობს.

LB loan image desktop LB loan image mobile