ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 20 პაციენტის მდგომარეობა - დილის მონაცემები

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან ინფექციურ საავადმყოფოში 20 პაციენტი იმყოფება.

რაც შეეხება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ჰყავთ 1 მძიმე პაციენტი. „მისი მდგომარეობა სტაბილურია, კლინიკური და ლაბორატოიული მონაცემების ინტერპრეტაციით, მდგომარეობა არ უმჯობესდება, მაგრამ თვალხილულად არ უარესდება”.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტაბილური სიტუაციაა და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება“, – აცხადებს ეზუგბაია.

რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს, მისი თქმით, ამ დრომდე 3 პაციენტში დადასტურებული იყო პნევმონია (ფილტვების ანთევა) და დაემატათ მეოთხე შემთხვევაც პაციენტის, რომელსაც განუვითარდა პნევმონია. „მაგრამ მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის”, – ამბობს ეზუგბაია.

მისივე თქმით, დანარჩენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა არის მსუბუქი. გამოხატული სხვადასხვა კლინიკური ნიშნით და დაბალი ტემპერატურით.

ეზუგბაიას განმარტებით, დაავადების გამოვლენიდან მინიმუმ 10, მაქსიმუმ 13 დღე, შეიძლება ითქვას, რომ მოსალოდგენლია დაავადების პროგრესირება. რომელიც არ არის დამოკიდებული მხოლოდ მკურნალობაზე. შეიძლება პაციენტი მკურნალობდეს, კარგად მოვლილი იყოს, მაგრამ მასთან დაავადების პროგრესირება განვითარდეს, ეს დამოკიდებულია ინფექციასა და ამ ადამიანის იმუნურ სისტემაზე.


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 23-მდე გაიზარდა. გამოქვეყნებული ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 126 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 46 ადამიანი გადის.

LB loan image desktop LB loan image mobile