ინფიცირების 1 365 ახალი შემთხვევა და 32 გარდაცვლილი - კორონავირუსის 4 მარტის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 671 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 365 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 9 790 პირი, გარდაიცვალა 32 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 14.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 22.6% ხოლო 7 დღის მანძილზე – 18.07%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 9 790 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 539 413-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 306 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 365 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 702 შემთხვევა, აჭარა – 63, იმერეთი – 193, ქვემო ქართლი – 63, შიდა ქართლი – 72, გურია – 62, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 63, კახეთი – 95, მცხეთა-მთიანეთი – 14, სამცხე-ჯავახეთი – 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.