ინფიცირების 368 ახალი შემთხვევა და 8 გარდაცვლილი - კორონავირუსის 21 მარტის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 5 885 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 368 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 225 პირი, გარდაიცვალა 8 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.25%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.23% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.42%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 225 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 599 511-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 671 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 368 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 193 შემთხვევა, აჭარა – 16, იმერეთი – 48, ქვემო ქართლი – 12, შიდა ქართლი – 4, გურია – 27, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 14, კახეთი – 41, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.