ინფიცირების 865 ახალი შემთხვევა და 26 გარდაცვლილი - კორონავირუსის 9 მარტის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 7 733 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 865 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 820 პირი, გარდაიცვალა 26 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.19%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 18.43% ხოლო 7 დღის მანძილზე – 15.55%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 820 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 570 884-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 456 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 865 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 430 შემთხვევა, აჭარა – 24, იმერეთი – 115, ქვემო ქართლი – 65, შიდა ქართლი – 46, გურია – 65, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 35, კახეთი – 57, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.