ინფიცირების 888 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი - კორონავირუსის 17 მარტის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 21 620 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 888 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 831, გარდაიცვალა 17 პაციენტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.92% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.54%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 831 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 594 011-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 612 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 888 ახალი შემთხვევები რეგიონებზე ასე განაწილდა: თბილისი – 434 შემთხვევა, აჭარა – 32, იმერეთი – 111, ქვემო ქართლი – 29, შიდა ქართლი – 50, გურია – 42, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 53, კახეთი – 88, მცხეთა-მთიანეთი – 25, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.