იორდანიის შეკრებაში მონაწილეობისგან თავს შევიკავებთ – საპატრიარქო

ვასკა მათითაიშვილი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის მიერ გამოქვეყნებული წერილის თანახმად, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის, თეოფილე მესამის მიერ ორგანიზებულ შეკრებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები არ დაესწრებიან.

იორდანიის შეკრებაში სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე. შეკრებაში მონაწილეობისგან თავს იკავებს მსოფლიო პატრიარქიც.

„ჩვენ ვიზიარებთ თქვენს პოზიციას და ვითარების სერიოზულობიდან გამომდინარე, პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით მივიჩნევთ, რომ აუცილებელია შეხვედრა და საერთო მსჯელობა, მაგრამ ეს ყველა ეკლესიის მონაწილეობით უნდა მოხდეს, თუ გვსურს, შედეგი მივიღოთ; ხოლო თუ ერთობა ვერ შედგება, ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ ჩამოსვლისგან“, – წერია განცხადებაში.