წულუკიანის კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებული საქმის ფარგლებში ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზღვრის კვეთა აეკრძალა.
პროკურატურა ოქრუაშვილს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავება.
ამავე საქმეზე სისხლის სამართლის წარმოება დაწყებულია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ. მათ 50-50 ათასი ლარის გირაო აქვთ შეფარდებული.