ირანმა ისრაელზე საჰაერო ბალისტიკური თავდასხმა დაიწყო.
ამის შესახებ ისრაელმა ოფიციალურად განაცხადა.
სხვადასხვა ცნობით, ისრალისკენ 100-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტაა გაშვებული.
Footage of ballistic missiles arriving in Israel sent by the Islamic regime in Iran and there are reports of missile hit or fragment of one falling in Tel Aviv. Updates to follow. This is the fourth round of sirens in Tel Aviv tonight. ❤️🩹 pic.twitter.com/Vn25OpIBpk
— Emily Schrader – אמילי שריידר امیلی شریدر (@emilykschrader) October 1, 2024
მანამდე, რამდენიმე საათით ადრე თეთრი სახლის მაღალჩინოსნმა განაცხადა, რომ აშშ-ის ინფორმაციით, ირანი ისრაელის წინააღმდეგ ბალისტიკური საჰაერო თავდასხმისთვის ემზადებოდა.
„ირანის პირდაპირი სამხედრო თავდასხმა ისრაელის წინააღმდეგ მძიმე შედეგებს მოიტანს ირანისთვის“. – განუცხადა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ აშშ აქტიურად უჭერს მხარს თავდაცვით მზადებას.
28 სექტემბერს ისრაელის ლიდერმა ფიცი დადო, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლას” ლიდერის, ჰასან ნასრალას მკვლელობას შურისძიება მოყვებოდა.
X-ზე ასევე ვრცელდება კადრები, რომ ქუჩაში 2 შეიარაღებული პირი ხალხს ესვრის.
პოლიციის განცხადებით, ეს კადრები ქალაქ ჯაფადანაა. სამართალდამცველების ცნობით, ამ ტერორისტებმა მოკლეს 6 სამოქალაქო პირი, ხოლო 7 – დაჭრეს.
პოლიციისვე განცხადებით, ორივე ტერორისტი უკვე „განეიტრალებულია”.
პოლიცია ასევე იძიებს ტერორისტების ყოფნის საქმეს სასტუმროში, ისრაელის ქალაქ ჰერზლიაში. სხვა დეტალები უცნობია.
თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის ჯარს უბრძანა, დაეხმარონ ისრაელის თავდაცვას ირანული თავდასხმის წინააღმდეგ და ჩამოაგდონ რაკეტები, რომლებიც ისრაელისკენ არის მიმართული.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ დღეს, ირანის შეტევის დაწყებამდე ელაპარაკა ისრაელლის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს.
„ჩვენ განვიხილეთ მძიმე შედეგები ირანისთვის იმ შემთხვევაში, თუ ირანი აირჩევს პირდაპირ სამხედრო თავდასხმას ისრაელის წინააღმდეგ”. – დაწერა ოსტინმა X-ზე.
მასალა განახლდა მოვლენების განვითარების შესაბამისად.