ირანში გადაუდებელი დახმარების სამსახურის დირექტორს კორონავირუსი დაუდგინდა

ირანში, სასწრაფო დახმარების სამსახურის დირექტორს, პირ ჰოსეინ კოლივანდს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო Ilna აქვეყნებს.

მისი ოფისის განცხადებით, კოლივანდის მდგომარეობა „დამაკმაყოფილებელია და შფოთის საფუძველი არ არსებობს”.

სამშაბათს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ირანში დღეის მდგომარეობით კორონავირუსით ინფიცირების  2 336, ხოლო ვირუსით გარდაცვალების 77 შემთხვევაა დაფიქსირებული.