ირანში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გამართავს

პუბლიკა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორდღიანი ვიზიტით დღეს ირანში ჩავა. ვიზისტის ფარგლებში ერდოღანი რამდენიმე შეხვედრას გამართავს, მათ შორის, შეხვდება ირანელ კოლეგას, ებრაჰიმ რაისს.

ასევე, ერდოღანი და რაისი შეხვედრას გამართავენ თურქეთ-ირანის მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში და ისაუბრებენ რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავების შესახებ.

დღეს ირანში ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება რუსეთის პრეზიდენტიც, რომელიც თეირანში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.

თურქული მედიის ცნობით, თურქეთის, ირანისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთობლივ შეხვედრასაც გამართავენ „ასტანის პროცესის“ ფარგლებში, რომელზეც სირიაში მიმდინარე პროცესებსა და იქ მშვიდობის ხელშეწყობის შესახებ, ასევე ტერორიზმის საფრთხეებზე ისაუბრებენ.