ისევ დიდი მოძრაობა შეინიშნება, იცოდეთ, ცეცხლს ვეთამაშებით - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავედებათა კონსტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო დღეებში თბილისში შეინიშნება დიდი მოძრაობა. ის მოსახელობას აფრთხილებს, რომ თავი შეიკავონ მოძრაობისგან და შეკრებებისგან.

„ერთი წუთი ჩვენ მოდუნების უფლება არ გვაქვს და დამშვიდების უფლება. ვატყობ, რომ გუშინ, გუშინწინ ქალაქში ისევ დადიოდა ძალიან ბევრი მანქანა. ისევ დიდი მოძრაობაა თბილისში, ადამიანები ისევ იკრიბებიან. ეს დაუშვებელია, ცეცხლს ვეთამაშებით იცოდეთ. მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე, პირდაპირ გეუბნებით. ალბათ 300-ს რომ გადავცილდებით, მოსალოდნელია სწრაფი ზრდა“, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

stopcov.ge-ზე განთავსებული ბოლო ინფორმაციით, საქართელოში 296 ადამიანს დაუდასტურდა ახალი კორონავირისული ინფექცია.  გამოჯანმრთელებულია – 69,  გარდაცვლილია 3 ადამიანი; კარანტინის რეჟიმშია – 4856; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 458.