ისრაელის ახალი ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი იქნება

პუბლიკა

საქართველოში ისრაელის ახალი ელჩი ჰადას მეიცადი იქნება.

„ჩემთვის დიდი პატივია და უაღრესად მოხარული ვარ, შევუდგე ჩემს საქმიანობას საქართველოში ისრაელის ახლად დანიშნული ელჩის რანგში. ისრაელსა და საქართველოს მეგობრობისა და დიპლომატიური კავშირების მდიდარი ისტორია აქვთ. მოუთმენლად ველი, საკუთარი წვლილი შევიტანო ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში და ასევე, უკეთ გავიცნო ეს მშვენიერი ქვეყანა“, – აცხადებს ჰადას მეიცადი.