ისრაელის პრემიერი მოსკოვში პუტინს შეხვდა - მედია

პუბლიკა

რუსული მედიის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი მოსკოვში ვლადმიერ პუტინს შეხვდა.

ინფორმაცია კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმაც დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა კრემლში უკრაინის საკითხზე ისაუბრეს.

 

როიტერსის ცნობით, ისრაელი, სადაც ძალიან ბევრი რუსი ემიგრანტი ცხოვრობს, რუსეთსა და უკრაინას შუამავლის როლის ინიციატივით გამოდის.