ისრაელის საელჩო ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს

პუბლიკა

ისრაელის საელჩო, გამომცემლობა „ინტელექტთან“ პარტნიორობით, მოკლე მოთხრობების კონკურსს აცხადებს. აღნიშნული კონკურსი იუნესკოს მიერ თბილისის 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელებას უკავშირდება და შემდეგი პირობებით ჩატარდება:

  • კონკურსში მონაწილეობას შეძლებენ საქართველოს მოქალაქე 35 წლამდე ასაკის ავტორები, რომელთა ნაშრომები ამ დრომდე წიგნად არ გამოცემულა;
  • მოთხრობა დაწერილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და არ აღემატებოდეს 20 გვერდს (ერთი გვერდი გულისხმობს, Sylfaen-ის 11-იანი შრიფტით აკრეფილ Word-ის ერთ გვერდს); 
  • ამბავი უნდა ეხებოდეს (მათ შორის) ებრაელებს და/ან ისრაელის თემატიკას და დაკავშირებული იყოს თბილისსა და ქართულ საზოგადოებასთან;
  • საელჩო არ განსაზღვრავს თუ რა კონკრეტული კუთხით იქნება დანახული და გადმოცემული საქართველოსა და ისრაელის/ებრაული თემის ურთიერთობა. შესაბამისად, ავტორებს შეუძლიათ გაამახვილონ ყურადღება ორმხრივ მეგობრობაზე, ტრადიციებზე და ისტორიაზე; ან პირიქით – ამ ურთიერთობის კრიტიკულ ასპექტებზე და რაიმე სერიოზული სოციალური საკითხი/პრობლემა წამოჭრან. საელჩო არ მიიჩნევს საჭიროდ, ჩაერიოს მოთხრობის შინაარსსა თუ მის ქვეტექსტსა და გზავნილში. 

ნამუშევრები შეფასდება დამოუკიდებელი ჟიურის წევრების მიერ მხოლოდ მათი მხატვრული ღირებულების შესაბამისად.

  • მოთხრობებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური – გამორჩეული მწერლები და ინტელექტუალები;
  • 10 გამარჯვებული მოთხრობა ანთოლოგიის სახით გამოიცემა გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ;
  • პირველი სამი ადგილის მფლობელი მიიღებს 1’500, 1’000 და 500  ლარის ჯილდოს;
  • მოთხრობები უნდა გამოაგზავნოთ ელ. მისამართზე: Competition.israelingeorgia@gmail.com არაუგვიანეს 1 ივნისისა.