ივანიშვილი: არაერთხელ შევხვდი ელჩებს და კითხვა არ აქვს არავის, რომ დემოკრატიის ჩარჩოებს გავცდით

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისი გუნდი დემოკრატიულ ჩარჩოებს არ გასცდენია. ივანიშვილი ჰყვება, რომ ელჩებს არაერთხელ შეხვდა და დიპლომატიურ კორპუსს მათთან კითხვები არ აქვს.

„არაფერი არ მომხდარა, არანაირი კანონი არ დაურღვევია „ქართულ ოცნებას“. არაფერი მომხდარა, საკუთარი თავი დააზიანა და თუ ამომრჩეველს აქვს მასზე გაღიზიანება, არჩევნებში მიიღებს ამაზე პასუხს. მორჩა თემა.

ნახეთ, როგორ ცდილობენ, რომ აიღონ და წაიღონ სადღაც, რომ აი, რაღაც საშინელება მოხდა დღეს ქვეყანაში და უხმობენ ყველას, რომ დაგმონ და გაანადგურონ. სინამდვილეში კი თავს და მომავალს ინადგურებენ.

ჩვენ კარგად ვხედავთ და ამის საფუძველზე, როგორც სპეციალური ტრენინგები ჩაატარონ და მოიყვანონ გამოსაცდელად, ისე მოვიდნენ – როგორი არ უნდა იყოს და როგორ არ უნდა მოიქცეს და ამ ფონზე ჩვენ როგორ უნდა მოვექცეთ ასეთი გამძაფრებული ქცევების დროსაც კი – აი, ამას ვაჩვენებთ. ელჩებს შევხვდი არაერთჯერ, კითხვა არ აქვს არავის. ვერავინ ვერ კითხულობს იმას, რომ ჩვენ დემოკრატიული ჩარჩოები დავარღვიეთ და რამე ისეთი გავაკეთეთ“, – თქვა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „სვოტ ანალიზში“.