ჯარის მნიშვნელოვანი დანაკარგი გვაქვს, დიდი ტრაგედიაა - პესკოვი

პუბლიკა

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი SKY NEWSთან ამბობს, რომ რუსეთის ჯარს უკრაინაში დიდი დანაკარგი აქვს, რაც მისი შეფასებით, „დიდი ტრაგედიაა“.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, არის თუ არა უკრაინის წინააღმდეგ ომის მიმდინარეობა რუსეთისთვის შეურაცხმყოფელი. პესკოვის თქმით, „არასწორი გაგებაა იმისა, რაც ხდება“, მაგრამ ასევე დაადასტურა, რომ ჯარი დიდ დანაკარგს განიცდის.

„ჩვენ გვაქვს ჯარის მნიშვნელოვანი დანაკარგი და ეს ჩვენთვის უზარმაზარი ტრაგედიაა“, – განაცხადა პესკოვმა.