ბორის ჯონსონი კიევშია

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ისევ კიევში ჩავიდა.

„ბატონო პრეზიდენტო, ვოლოდიმირ, კარგია ისევ კიევში“, – წერს ის ტვიტერის გვერდზე.

პრეზიდენტ ზელენსკის ოფიციალურ ტელეგრამ არხზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი მადლიერია ბრიტანეთის პრემიერის მხარდაჭერის.

„ჩვენი მოლაპარაკებები ბორის ჯონსონთან დღეს, როგორც ყოველთვის, იყო მაქსიმალურად გულწრფელი და არსებითი. ვისაუბრეთ მძიმე იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების გაზრდის აუცილებლობაზე, ეკონომიკურ დახმარებაზე, აგრესორზე სანქციების ზეწოლაზე, ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტიებზე. ჩვენ ვემზადებით უკრაინის აღდგენისთვის ჩვენი გამარჯვების შემდეგ. ჩვენ არ გვეპარება ეჭვი, რომ გავიმარჯვებთ“, – წერია ტელეგრამში გავრცელებულ ცნობაში.

  • ბორის ჯონსონი ზელენსკი კიევში 17 ივნისი
  • ბორის ჯონსონი ზელენსკი 17 ივნისი
  • ბორის ჯონსონი ზელენსკი კიევში
  • ბორის ჯონსონი ზელენსკი
  • ბორის ჯონსონი კიევში 17 ივნისი ზელენსკი
  • 01 /

ომის დაწყების შემდეგ ბორის ჯონსონი უკრაინაში მეორედ ჩავიდა.

პირველი ვიზიტი მას 9 აპრილს ჰქონდა.

დღეს, 17 ივნისს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.