კალაძე ჟურნალისტს: თქვენ ნუ ინერვიულებთ ბიძინა ივანიშვილზე, სანერვიულო ისედაც ბევრი გაქვთ

პუბლიკა

„თქვენ ნუ ინერვიულებთ ბიძინა ივანიშვილზე, არ ინერვიულოთ, თქვენ სანერვიულო ისედაც ბევრი გაქვთ თქვენი რეალური მდგომარეობა რომ შეაფასოთ და ნახოთ, სად იმყოფებით და რა მგომარეობაში იმყოფებით. დარწმუნებული ვარ, თუ გააანალიზებთ ამ ყველაფერს, მიხვდებით, რომ ძალიან ბევრი გაქვთ სანერვიულო“,- უთხრა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტს ბიძინა ივანიშვილზე დასმული შეკითხვის პასუხად.