კანადა მზად არის, ქვეყნებს რუსული ნავთობის გამოყენების შეწყვეტაში დაეხმაროს - BBC

პუბლიკა

კანადა აცხადებს, რომ მას გლობალური ენერგეტიკული კრიზისის გადაჭრისთვის მეტი ნავთობის, გაზისა და ურანის მიწოდება შეუძლია. ამის შესახებ BBC წერს. 

კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრ ჯონათან უილკინსონის განცხადებით, ბევრი ქვეყანა მზად არის, გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ რუსული ნავთობისა და გაზის ჩანაცვლებისთვის.

კანადა მსოფლიოში მეოთხე უმსხვილესი ნავთობის მწარმოებელია, რომელიც მზადაა 200 000 ბარელზე მეტი ნავთობი ექსპორტზე გაიტანოს.