ხელოვნურად შექმნილი კრიზისი საქართველოში დასრულებულია - პრემიერი მიშელთან შეხვედრის შემდეგ

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

როგორც პრემიერმა განაცხადა, მიშელის დღევანდელი ვიზიტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის საქართველო და მისი წარმატება ევროკავშირისათვის.

„პრეზიდენტ მიშელ, თქვენ პირველად ამ დარბაზში განაცხადეთ, თქვენი ინიციატივის შესახებ, ეს მოხდა 1 მარტს, რომელიც უკავშირდებოდა ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მედიაციას თქვენი უშაუალო ჩართულობით, თქვენი პირადი წარმომადგენლის ჩართულობით. სწორედ 1 თვის და 20 დღის შემდეგ მე ვარ ბედნიერი და ამაყი, რომ შედეგი სახეზეა, შეთანხმება შედეგა და შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი საქართველოში დასრულებულია, თქვენ ამისთვის გულწრფელ მადლობას იმსახურებთ.

მე მინდა ჩვენი მთავრობის სახელით, ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, მადლობა გადაგიხადოთ იმ დიდი ძალისხმევისთვის, რომელიც თქვენ გასწიეთ ამ კონკრეტული შედეგის მისაღწევად, თქვენ დაამტკიცეთ, რომ ხართ ნამდვილი ლიდერი, შეგიძლიათ ევროკავშირის ეგიდით წარმატებული მედიაციისა და მოლაპარაკების წარმოება კონკრეტული შედეგის დასრულებით. ჩვენ ერთად შევქმენით წარმატებული მაგალითი, პრეცენდენტი ევროკავშირის, ასევე აშშ-ის ჩართულობით საქართველოსთან ერთად პოლიტიკური, ასე ვთქვათ კრიზისი, რომელიც ხელოვნურად იყო შექმნილი ამოწურულია“,- განაცხადა პრემიერმა.

შარლ მიშელი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. პრემიერთან შეხვედრამდე ის პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, შემდეგომ კი ერთობლივი ბრიფინგიც გაიმართა.