ხვალ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტში ჯეიმს აპატურაის მოუსმენენ

პუბლიკა

ხვალ პარლამენტში თავდაცვის კომიტეტში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯეიმს აპატურაის მოუსმენენ. ჯეიმს აპატურაი კომიტეტის სხდომას ფიზიკურად დაესწრება. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის ორგანიზატორი თავდაცვის კომიტეტია.

აპატურაი კომიტეტის სხდომაზე ისაუბრებს ნატოს თანამშრომლობაზე საქართველოსთან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა 20 აპრილს, 10:30 საათზე გაიმართება.