კიდევ ერთი გათავისუფლებული სოციალური მუშაკი სამუშაოზე უვადოდ აღდგა – EMC

პუბლიკა

EMC-ის ცნობით, კიდევ ერთი გათავისუფლებული სოციალური მუშაკი სამუშაოზე უვადოდ აღდგა.

EMC 2020 წლის თებერვლიდან სასამართლოს გზით იცავს სოციალური მომსახურების სააგენტოდან  გათავისუფლებულ სოციალურ მუშაკთა უფლებებს. მათგან ერთ-ერთ სოციალურ მუშაკსა და მის დამსაქმებელ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ შორის მორიგება შედგა და სოციალური მუშაკი სამსახურში უვადოდ აღდგა.

„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 2019 წლის 11 დეკემბერს რეორგანიზაციის შედეგად, იმის ნაცვლად, რომ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა სოციალური მუშაკი ახლად შექმნილ სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში“ კონკურსგარეშედ გადაეყვანათ, 33 სოციალური მუშაკი, შესაბამისი დასაბუთებისა და არგუმენტაციის გარეშე, სამსახურიდან გაათავისუფლეს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.