კიევის შემოგარენში ნაპოვნია 1 200-ზე მეტი ცხედარი - უკრაინის პროკურატურა

პუბლიკა

უკრაინის პროკურატურის განცხადებით, მას შემდეგ, რაც რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ კიევის შემოგარენი დატოვეს, ოლქში 1 200-ზე მეტი ცხედარი იპოვეს.

უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა Sky News-თან აცხადებს, რომ მისმა გუნდმა 5 600-ზე მეტი ომის შესაძლო დანაშაულის შემთხვევა აღწერა. მისივე თქმით, იდენტიფიცირებულია 500 ეჭვმიტანილი, მათ შორის არიან სამხედრო მაღალჩინოსნები, პოლიტიკოსები და „პროპაგანდის აგენტები“.

მთავარი პროკურორი აღნიშნავს, რომ 21-ე საუკუნის ომის მთავარი კრიმინალი ვლადიმერ პუტინია. მისივე თქმით, სანამ პუტინი პრეზიდენტია, საერთაშორისო სამართლის თანახმად, დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობს და სისხლის სამართლებრივი დევნა ვერ დაიწყება ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.