ადვოკატის თანახმად, ბიზნესმენმა გივი ჯიბლაძემ, რომელიც ელისო კილაძის საქმეზე სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა, თქვა, რომ „ქოლ-ცენტრებს თავდაპირველად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და ოთარ ფარცხალაძე მფარველობდა, შემდეგ კი ქოლ-ცენტრები ხელში ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაიგდო“.
„თქვა, რომ […] როდესაც პრემიერად მოვიდა ღარიბაშვილი, მან „გაწია“ ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახური და ღარიბაშვილმა ჩაიგდო ეს ქოლ-ცენტრები. ეს არის სრული აბსურდი“, – თქვა ელისო კილაძის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ „ტვ პირველთან“.
მისივე თქმით, ამ საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილი გამოკითხული არ არის.
თავად გივი ჯიბლაძემ „ტვ პირველს“ უთხრა, რომ მას ასეთი რამ არ უთქვამს.
უცნობია, გახდება თუ არა ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ ახალი საქმის დაწყების საფუძველი.
„პუბლიკა“ ცდილობს, დაუკავშირდეს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატებს. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამჟამად 5-წლიან სასჯელს იხდის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით.
24 აგვისტოს პროკურატურამ ღარიბაშვილს ახალი წარუდგინა – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება. მუხლი 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.