კინოცენტრი: რუსეთის ფილმსაცავიდან ეტაპობრივად ვიბრუნდებთ ქართულ ფილმებს

პუბლიკა

ეროვნული კინოცენტრის განცხადებით, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმფონიდან“ ეტაპობრივად იბრუნებენ ქართული ფილმების საწყის მასალებს.

„კინომემკვიდრეობის დაცვა და მასზე ზრუნვა ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია.საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით, რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდიდან“ ეტაპობრივად ვიბრუნდებთ ქართული ფილმების საწყის მასალებს“, – აცხადებს კინოცენტრი.

ცენტრის ცნობით, ამ ეტაპზე ჩამოტანილია 51 ფილმი, აქედან აღდგენილია 38.


კინოცენტრის მაშინდელიი დირექტორი, გაგა ჩხეიძე გათავისუფლებამდე 10 დღით ადრე, 4 მატს გამოვიდა ინიციატვით, რომლის მიხედვით, ქართული ფილმების დაბრუნების პროგრამა დროებით უნდა შეჩერებულიყო – „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო ამორალურად მიმაჩნია თანხის გადარიცხვა რუსეთის საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის“.

„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო ამორალურად მიმაჩნია თანხის გადარიცხვა რუსეთის საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის. ეს თანხა დიდი ალბათობით მოხმარდება რუსეთის სამხედრო მანქანას უდანაშაულო ხალხის და ქალაქების გასანადგურებლად“, – აცხადებდა კინოცენტრის უკვე განთავისუფლებული დირექტორი გაგა ჩხეიძე.