კლინიკაში გადმოიყვანეს 5 სამხედრო, რომლებიც სამი დღის წინ იყვნენ მარნეულში - ექიმი

პუბლიკა

საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი ნათია მინდაძე „TV პირველთან“ ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ კლინიკაში  შეიყვანეს 5 სამხედრო, რომლებიც სამსახურებრივ მოვალობას ასრულებდნენ მარნეულში, რამდენიმე დღის წინ.

„ეს პაციენტები გადმოყვანილნი არიან ვაზიანის სამხედრო ბაზიდან. როგორც ანამნეზიდან ირკვევა, გუშინ აღენიშნათ ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ზოგადი სისუსტე. ველოდებით კვლევის შედეგებს. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, 3 დღის წინ ისინი იმყოფებოდნენ  და თავიანთ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ მარნეულში. სამი დღეა, რაც დაუბრუნდნენ ბაზას და გუშინ საღამოდან გამოიხატა ჩივილები“, – ამბობს ექიმი.

მისივე თქმით, სამხედროები საეჭვო პირთან კონტაქტს ვერ იხსენებენ.

„პუბლიკა“ თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

განახლება

თავდაცვის სამინისტროდან გვაცნობეს, რომ ჯარისკაცებს სიცხე აქვთ. “პირველადი შეფასებით კორონავირუსს არ უკავშირდება, როგორც ამბობენ, გაციებულები არიანო. ხვალ, გვეცოდინება, რასთან გვაქვს საქმე”. – გვითხრეს სამინისტროში.