კოალიციებში შესვლას არ ვაპირებთ, ჩვენ გვეყოლება ჩვენი მერობის კანდიდატი - გახარია

პუბლიკა

„არანაირ ალიანსებში და კოალიციებში შესვლას არ ვაპირებთ, ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატი” – განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან.

 „როდესაც თბილისის მერზე ვსაუბრობთ, კანდიდატზე თბილისის მერობის – ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები და რეგიონალური არჩევნების ჭრილშიც რა თქმა უნდა თბილისის მერის არჩევნებს ძაან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატი, არანაირ ალიანსს არცერთ ოპოზიცურ პარტიასთან არ ვაპირებთ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ ახალი დაფუძნებული პარტია, ჩვენთვის პარალელურად მიმდინარეობს ახლა როგორც პარტიული სტრუქტურების შექმნა, ისე საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად – თითქმის ბოლო დღემდე გამოვიყენებთ დროის რესურსს იმისთვის, რომ ჩვენი კანდიდატი იყოს ღირსეული, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ღირსეულ კანდიდატებს“ – განაცხადა გახარიამ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, იქნება თუ არა გახარია თბილისის მერობის კანდიდატი, მისი თქმით კანდიდატის სახელს და გვარს არ დაასახელებს.