კომისიამ საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეარჩია და პარლამენტს წარუდგინა

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი გასაუბრება უკვე დასრულდა და შერჩეულ კანდიდატთა სია პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული მეურვეობის კანდიდატები არიან”

  1. მარინა გიორგაძე
  2. არინა თავქარაშვილი
  3. გიორგი იასაშვილი
  4. ბელა კოპალიანი
  5. ვასილ მაღლაფერიძე
  6. ალექსი ნონიაძე
  7. ლაშა ტუღუში
  8. ლია შავგულიძე
  9. დონარა შონავა
  10. ზაზა ხუციშვილი

ხარდაჭერა მხოლოდ ერთმა კანდიდატმა, გიორგი ჭანტურიამ ვერ მოიპოვა.

კომისიის შერჩეული სიიდან მმართველი პარტია, ოპოზიცია და ომბუდსმენი დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტს მათ მიერ შერჩეულ კანდიდატებს.

კანდიდატთა შესარჩევი კომისია შედგებოდა შემდეგი პირებისგან: ბაკურ ბაკურაძე, მაკო ჯაოშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, ეკა მელქაძე, ნინო მეუნარგია, ერმილე მესხია, გიორგი იმედაშვილი, გიორგი დავითური და მარიამ გოგოსაშვილი.

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის, მეურვეობის სამი კანდიდატის შესარჩევად ღია კონკურსი 17 მარტს გამოაცხადა.

ვადა ეწურება ბორდის სამ წევრს: ბორდის თავმჯდომარეს, ირინა ფუტკარაძეს, რომელიც სახალხო დამცველის კვოტით აირჩა. ირაკლი პაპავას, რომელიც „ქართული ოცნების“ კვოტით იყო არჩეული გია ნიჟარაძეს, რომელიც ოპოზიციის კვოტით აირჩიეს.