კონსტანტინ კოსაჩევი: საქართველომ დელეგაცია PACE-დან გაიყვნა, ეს იმსახურებს პატივისცემას

პუბლიკა

რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, კონსტანტინ კოსაჩევი ამბობს, რომ საქართველოს გადაწყვეტილება, გაიყვანოს დელეგაცია PACE-დან, იმსახურებს რუსეთის გაგებას და პატივისცემას.

ტელეგრამ არხზე კოსაჩევმა დაწერა:

„საქართველოს პარლამენტმა თავისი დელეგაცია PACE-დან გაიყვანა. ეს გადაწყვეტილება იმსახურებს იმსახურებს როგორც გაგებას, ასევე პატივისცემას”.

მისივე თქმით, საქართველოს დეგელაციამ „შეურაცხმყოფელად მიიჩნია მოთხოვნები ახალი არჩევების დანიშვნისა და უცხოური აგენტების კანონის გაუქმების შესახებ”.

„და აი, გარდაუვალი შედეგიც, თუნდაც ეს იყოს შუალედური (კიდევ შესაძლებელია ევროსაბჭოდან გასვლა, ვიცით, ჩვენ ეს გავიარეთ“. – დაწერა მან.

რუსი დეპუტატის აზრით, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველომ განვითარების „სუვერენული გზა“ აირჩია თავისი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად.

29 იანვარს, მას შემდეგ, რაც PACE-მ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ ახალი არჩევნების ორგანიზებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, „ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, რომ ასამბლეაში მუშაობას წყვეტენ.

PACE-მ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების” დელეგაციის შეზღუდული უფლებამოსილებას 2025 წლის აპრილამდე. შეზღუდვები მოიხსნება ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შემთხვევაში.