კორონავირუსი – ბოლო მონაცემები საქართველოში

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსული ინფექციით დაავადებულთა რაოდენობა უცვლელია. 3 ინფიცირებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინექციური საავადმყოფოს ცნობით, გუშინ ღამით კლინიკისთვის არც ერთ პაციენტს არ მიუმართავს.

ექიმები კიდევ რვა პაციენტის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან, რომელთა პასუხი, მათი ვარაუდით, დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

„22 პაციენტს გაუკეთდა ტესტირება და 22-ვე პაციენტთან მივიღეთ უარყოფითი პასუხი და მათ დატოვეს ჩვენი ცენტრი. 18-დან 8 პაციენტზე აღებული არის ტესტირება და პასუხი გაიცემა, ალბათ, როცა ლუგარის ლაბორატორია დაამთავრებს ამ ტესტზე რეაქციას. პაციენტი, რომელსაც H1N1 დაუდასტურდა, ჩვენ გადავიყვანეთ ჩვენი ცენტრის სხვა განყოფილებაში”, – განაცხადა „რუსთავი 2-თან“ საუბრისას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

LB loan image desktop LB loan image mobile