კორონავირუსის 1 716 ახალი შემთხვევა და 16 გარდაცვლილი | 15 მარტის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 716 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გარდაიცვალა 16 ადამიანი.

Stopcov.ge-ზე გამოქვაყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარდა 19 857 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 226 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 631 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.64%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 13.98% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.7%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 551 პირი.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 716 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 672 შემთხვევა, აჭარა – 61, იმერეთი – 253, ქვემო ქართლი – 56, შიდა ქართლი – 132, გურია – 110, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 150, კახეთი – 156, მცხეთა-მთიანეთი – 37, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 46.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 700 საიდანაც, 1 324 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.