კორონავირუსის 858 ახალი შემთხვევა და 14 გარდაცვლილი | სტატისტიკა და განაწილება რეგიონების მიხედვით

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 858 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 580 პაციენტი და გარდაიცვალა 14 ადამიანი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  17 271 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 459 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 812 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 858 ახალი შემთხვევა, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონების მიხედვით ასე განაწილდა: თბილისი – გამოვლენილია 339 შემთხვევა, აჭარა – 53, იმერეთი – 158, ქვემო ქართლი – 49, შიდა ქართლი – 50, გურია – 38, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 85, კახეთი – 44, მცხეთა-მთიანეთი – 21, სამცხე-ჯავახეთი – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

„ამ ეტაპზე ინფიცირების 5 686 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც: 2 520 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმედ მიიჩნევა 575  პაციენტის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 160 პირი. 283 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროში. 2 883 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.