კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 13-ით გაიზარდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა 130-მდე გაიზარდა, – მონაცემები ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ამ დრომდე შემთხვევების დადასტურებული რაოდენობა 117 იყო, ანუ ეს მონაცემი 13-ით გაიზარდა. ეს ამ დროისთვის ყველაზე დიდი ერთდროული ზრდაა, რაც აქამდე ყოფილა.

კორონავირუსის გავრცელების სურათი ამ დროისთვის ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 130
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 23
  • კარანტინის რეჟიმში – 5437
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 260