კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირეული კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ოთხივე მათგანმა კლინიკა უკვე დატოვა.

ეს ინფორმაცია სამთავრობო საიტ – stopcov.ge-ზეა ასახული.

ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 67-ია.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი კი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 252;
  • აქედან გამოჯანმრთელებული – 67;
  • გარდაცვლილი- 3;
  • კარანტინის რეჟიმში – 4925;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 401;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 3.