კორონავირუსით გამოწვეული პანიკა უსაფუძვლოა – business insider

ვასკა მათითაიშვილი

კორონავირუსით გამოწვეული პანიკა უსაფუძვლოა, – ამის შესახებ გამოცემა business insider წერს.

სტატიის ავტორი, შეეცადა ის მიზეზები გამოეკვლია, რომელთა გამოც, ერთი შეხედვით, არც თუ ისე საშიშ ვირუსს, საერთაშორისო მასშტაბის შფოთი და პანიკა მოჰყვა.

კორონავირუსმა დღეის მონაცემებით, 213 ადამიანი იმსხვერპლა. მისი ლეტალობა 2%-ია. მკვლევრების თქმით, ის მძიმე მწვავე რესპირატორულ სინდრომს ჰგავს (SARS), თუმცა სიკვდილიანობით ამ უკანასკნელს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.

2002-2003 წლებში SARS-ის შედეგად 774 ადამიანი (9,6%) დაიღუპა. კორონავირუსით ინფიცირებულთა უმეტესი ნაწილი სრულად განიკურნა. ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მიხედვით, დაღუპულთა უმრავლესობა ან ხანში იყო შესული, ან სხვა დაავადებების შედეგად ჰქონდათ იმუნური სისტემა დასუსტებული.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ვირუსთან დაკავშირებული გლობალური პანიკა აბსოლუტურად არაპროდუქტიული და უადგილოა. მათი თქმით, შიში არ შეუშლის ხელს ვირუსის გავრცელებას და პირიქით, უარყოფითი სოციალური შედეგების მომტანი იქნება.