კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1,016-მდე გაიზარდა

ვასკა მათითაიშვილი

ჩინეთის ცნობით, 10 თებერვალს კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ 108 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც დღიური სიკვდილიანობის მაჩვენებლით ამ დრომდე ყველაზე მაღალი რიცხვია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Reuters ავრცელებს.

სიკვდილის ახალი შემთხვევებიდან 103 დაფიქსირდა ჰუბეის პროვინციაში, 67 კი პროვინციის დედაქალაქ ვუჰანში, სადაც ეპიდაფეთქება დაიწყო.

სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელი 1,016-მდე გაიზარდა. ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომიტეტის ცნობით 10 თებერვალს კორონავირუსით ინფიცირების 2,478 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მთლიანობაში ინფიცირებულთა რიცხვი კი 42,638-ს უტოლდება.