კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 174-მდე გაიზარდა - ეზუგბაია

პუბლიკა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 174-მდე გაიზარდა – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„როგორც ვიცით, დილით იყო 170 დადასტურებეული შემთხვევა. დღეს ჩვენს ცენტრში 15 პაციენტზე ტესტირების შედეგად ოთხთან მივიღეთ დადებითი, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე კორონავირუსის  174 შემთხვევაა დადასტურებული“,  – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ამ 4 პაციენტის წყარო არის სხვადასხვა. ერთი პაციენტის წყარო არის სომხეთიდან ჩამოსული პირი, რომელიც ინფექციურში მკურნალობს, დანარჩენი 3 პაციენტის წყარო კი –ეროვნული ბანკი.

ეზუგბაიას თქმით, ამ პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმე არ არის. მათი მდგომარეობა სტაბილურია.