კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 214-მდე გაიზარდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 214-მდე გაიზარდა. მონაცემები StopCov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ასეთია:
• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 214;
• აქედან გამოჯანმრთელებული – 50;
•  გარდაცვლილი – 3;
• კარანტინის რეჟიმში – 4 559;
• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353.