კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 257-მდე გაიზარდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

stopcov.ge-ის მიხედვით, სულ 257 დადასტურებული შემთხვევაა. დილით ეს მონაცემი 242-ს შეადგენდა, თუმცა 10 დილითვე დაემატა. შესაბამისად, დღის განმავლობაში 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 257;
  • აქედან გამოჯანმრთელებული – 67;
  • გარდაცვლილი- 3;
  • კარანტინის რეჟიმში – 4872;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 453
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები- 3.