კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 75-მდე გაიზარდა

პუბლიკა

stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 75-მდე გაიზარდა. 

ამ დრომდე 73 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდებოდა, შესაბამისად ამ მონაცემს 2 ახალი შემთხვევა დაემატა.

კორონავირუსის გავრცელების სურათი კი საქართველოში ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 75
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 10
  • კარანტინის რეჟიმში – 4055
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252