კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაინფიცირდა, ერთი კი - განიკურნა

პუბლიკა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას კიდე ერთი შემთხვევა დაემატა და უკვე 196 შეადგინა.

ასევე, გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 46 ადამიანი განიკურნა.

ამ დროისათვის  საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 196
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 46
  • მათ შორის გარდაცვლილი – 3
  • კარანტინის რეჟიმში – 4674
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 362